მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპი, WaveOne-ი შეიძინა - TechCrunch

6422bda2a152d
გიორგი არონია
28.03.23 18:25
473

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი, WaveOne-ი შეიძინა, რომელიც ვიდეოს შეკუმშვისთვის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს ამუშავებს, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, TechCrunch-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის შესყიდვას Apple-ი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ გარიგების დასრულებაზე WaveOne-ის თანამშრომლები საუბრობენ, მათ შორის კომპანიის თანადამფუძნებელი.

კალიფორნიული WaveOne-ი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებმა, ლუბომირ ბურდევმა და ორენ რიპელმა 2016 წელს დააფუძნეს. კომპანიის მთავარ მიზანს ვიდეოკოდეკების პარადიგმის ცვლილება და მათი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვა წარმოადგენს. საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე, ლუბომირ ბურდევი Meta-ს ხელოვნური ინტელექტის კვლევის განყოფილების შექმნაში ეხმარებოდა; Meta-ში მუშაობდა WaveOne-ის მეორე დამფუძნებელიც.

მაშ, რად უნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მქონე ვიდეოკოდეკი? საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმისთვის, ცხადია. WaveOne-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, Apple-ი თანხებს დაზოგავს და, პოტენციურად, Apple TV Plus-ის ფარგლებში მომხმარებლებისთვის უფრო მაღალი გარჩევადობისა და სიხშირის კონტენტის შეთავაზებას შეძლებს.