მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ პროდუქციას ექსპორტზე გასატანად მეტი მხარდაჭერა სჭირდება - „საპო“

62bddb790df7d
ალა ისპირიანი
30.06.22 23:10
861
ქართული სტარტაპი „საპო“ თითქმის ოთხი წელია ადგილობრივ ბაზარზე ნატურალური საპნებითაა წარმოდგენილი. „საპო“-ს დამფუძნებელი ნაილი ვახანია Bm.ge-სთან ამბობს, რომ საპნები სათავგადასავლო წიგნებთან ერთად იყიდება, რაც მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

„საპო მხოლოდ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს, რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან შედარებით მაღალია. წარმოების დასაწყისში მოთხოვნა ნაკლები იყო, ბოლო პერიოდში პრიორიტეტი ხარისხს ენიჭება, შესაბამისად მოთხოვნაც საკმაოდ გაიზარდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ წელიწადში პანდემიამ წარმოების პროცესს დიდი დაბრკოლებები შეუქმნა. თუმცა ამ ეტაპზე გაყიდვებში კვლავ ზრდის ტენდენციაა“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, კომპანიაში ამბობენ, რომ საპნები ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი.

'"საპოს" პროდუქცია ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა ომის შემდეგ სუვენირებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაც შესაბამისად აისახა "საპოს" გაყიდვებზე. პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, კერძოდ: ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებში, საბავშვო მაღაზიებში, ნატურალური თავის მოვლის საშუალებების მაღაზიებში და კონცეპტუალურ მაღაზიებში. ყოველწლიურად 700 საპნამდე ვყიდით", - ამბობს მეწარმე.

ნაილი ვახანიას თქმით, ბაზარზე არც ისე ცოტა გამოწვევაა, რაც განვითარებაში ხელს უშლით:„პრობლემაა, საქართველოში ნედლეულის ნაკლებობა ან არ არსებობა, ასევე ნედლეულის მაღალი ფასები“.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, ის ამბობს, რომ ქართულ პროდუქციას ექსპორტზე გასატანად მეტი მხარდაჭერა სჭირდება: ”ბიზნესის მეტად განვითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ვისურვებდი, რომ ქართულ პროდუქციას მეტად დაუჭიროს მხარი ექსპორტზე გასატანად“.

ცნობისთვის, "საპოს" საპნები ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელიდან იყიდება. პროდუქციის ღირებულება 12-დან 25 ლარამდე მერყეობს.