მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური კუნძულის მშენებლობა 2.5-3 წელიწადში დასრულება - ინვესტორი

6339b37e9ac7c
გიორგი არონია
02.10.22 21:00
1637
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მიწის მოწყობის სამუშაოები ორნახევარ-სამ წელიწადში დასრულდება, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ვადაში ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მოწყობა იგულისხმება და არა მათი სრული განაშენიანება.

„ვფიქრობ, მიწის მოწყობის სამუშაოების დასასრულებლად, რაშიც ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოწყობა შედის, ორნახევარი-სამი წელიწადი დაგვჭირდება“, - განაცხადა „ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა აქციონერმა, ფრიდონ ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნურინახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენებისკუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულებისნაგებობები აშენდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნულ პროექტს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახორციელებს, რომელიც 2021 წლის14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორშირეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს„ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს. ცნობისთვის გეტყვით, რომ შპს „ბათუმი აილენდის“ 100%-იან წილს ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე ფლობს.