მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იკლებს covid-ით გარდაცვალების შემთხვევები? - განმარტება

61e66d67a6057
ინგა მურუსიძე
18.01.22 11:36
762
ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 40-მდე მერყეობს. დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხეს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

"გარდაცვალების რიცხვის კლების მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე: პირველი არის ის, რომ გარდაცვალების შემთხვევების მატება, ან კლება აღინიშნება შემთხვევების მატებიდან ან კლებიდან ორი კვირის დაგვიანებით, თუმცა გარკვეულწილად იმედის მომცემია ისიც, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად კლინიკებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ იზრდება პაციენტების რაოდენობა. ამის მიზეზი არის ვაქცინირებულების გარკვეული ფენა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.

რაც შეეხება "ომიკრონის" შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას, ამაზე არის მოსაზრებები, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არ გავთამამდეთ.

"ომიკრონი" მიმდინარეობს მსუბუქად, თუ პირი არის ვაქცინირებული, ხოლო თუ პირს აქვს ქრონიკული დაავადებები, დაავადება მძიმედ შეიძლება განვითარდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში covid-ით საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა.