მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოსწორდება 112-ის შეფერხებული მუშაობა? - პრემიერის პასუხი

5f8d6305a699b
ინგა მურუსიძე
19.10.20 14:10
1010
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 112-ზე დარეკვასთან დაკავშირებული ხარვეზი მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოსწორდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი.

„ჩვენ ახლა მოვახდინეთ ზარების დივერსიფიცირება და გადანაწილდება სხვადასხვა ქოლ-ენტრებში, მათ შორის დარგობრივი და რეგიონული თვალსაზრისით. ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და 112-ის მუშაობის ხარისხი გაიზრდება. დასჭირდება დაახლოებით, 1 კვირა, რომ ხარვეზი არ დარჩეს“, - განაცხადა გახარიამ.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე უკვე მოხდა საშტატო შერჩევა და ცხელ ხაზზე - 15-05 დამატებით თანამშრომლებს დაამატებენ, რაც სერვისს გააძლიერებს. 

„ამ კვირაში მოხდება ეპიდემიოლოგიური ცხელი ხაზის გაძლიერება, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ჟურნალისტების მხრიდან სოციალური აქტივობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მედიის მხრიდან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს ეფექტურად მუშაობას და მეტ ინფორმირებას უწყობს ხელს.