05.მაისი .2020 19:20

Extra-ზე მოდის დრო მოდის!

views 371
უკან

უკვე 2 თვეა რაც სახლებში ვართ... შევეჩვიეთ დისტანცირებას, კარჩაკეტილ ცხოვრებას, ხმაურიანი შეკრებების, მეგობრების და ახლობლების გარეშე ცხოვრებას. ჩვენი ჩვეული ცხოვრების რიტმის მონატრებასაც კი შევეჩვიეთ.

დღეს, ყველა ახალ რეალობაში ვცხოვრობთ - ციფრულ რეალობაში, სადაც ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ ციფრულად, ვმართავთ ონლაინ თათბირებს და საჭირო პროდუქტებსა და მონატრებულ კერძებს სახლში სხვადასხვა აპლიკაციით ვიწერთ. უფრო მეტიც, მეგობრებსაც ონლაინ ვხვდებით და ჩვენმა მშობლებმაც ისწავლეს ვიდეო ზარებით სარგებლობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს მივეჩვიეთ და ველოდებით იმ დაანონსებულ თარიღებს, რომელიც ეტაპობრივად დაგვაბრუნებს ჩვეულ და ცოტათი მივიწყებულ ცხოვრებაში.

ეს დღე გვირაბის ბოლოს სინათლის შუქს ჰგავს, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ არც თუ ისე პატარაა გზაა გასავლელი. თუმცა ვგრძნობთ რომ ეს დღე მოდის...

ამ გზამ ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დაგვაყენა - ციფრული ცხოვრების თანმდევი შედეგები გვაქვს გადასალახი.
ზოგმა სახლებში რამდენიმე კილოგრამიც დავიმეგობრეთ. ზოგმა პირიქით, დრო ვიხელთეთ და ჯანსაღი ცხოვრება დავიწყეთ - კილოგრამებს ომი გამოვუცხადეთ ვარჯიშითა და სწორი კვებით.

ბავშვები?! - ისინი ამასობაში ყოველდღიურად იზრდებიან... იზოლაციის შედეგად ყველანი გავიზარდეთ და თითქოს არა თუ სახლში, არამედ საკუთარ „ტყავშიც“ ვეღარ ვეტევით - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
საბოლოო ჯამში, ამ თითქოს და შეჩვეულ რეალობაში, ყველას გაგვიჩნდა სხვადასხვა მიზნები, მაგრამ ერთი საერთო საჭიროება, რომელიც რატომღაც ყველაზე ბოლოს შევამჩნიეთ.

აქამდე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვქონდა, რომელსაც მეტ-ნაკლებად გავუმკლავდით. ბოლოს, მოვიცალეთ შოპინგისთვის, რომელიც განსაკუთრებით ქალებმა ვიცით, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია, თუნდაც ეს ონლაინ შოპინგი იყოს.

ბავშვებისთვის გვჭირდება, დიდებს ალბათ უფრო - გაგვიხარდება...

ყველაფერი, რაც გაგიხარდება კი, სად შეიძლება ვნახოთ, თუ არა www.extra.ge -ზე?
დიახ. მეგობრებო, Extra-ზე მოდის დრო მოდის!

პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენმა საჭიროებებმა მიგვიყვანა. ჩვენი შვილებიც გაიზარდნენ და მივხვდით, რომ მათი ზომა ტანსაცმელი, წინასწარ, საოჯახო მარაგში ვერ გავითვალისწინეთ და სხვაგანაც ვეღარ ვშოულობთ. სახლში „მუშაობით დაღლილი“ ჩუსტიც გავცვითეთ და მისი შემცვლელი ონლაინ უბრალოდ ვერ მოვიძიეთ.

სასწრაფოდ შევძახეთ მეგობარ ბრენდებს, ყველას, ვინც გვიყვარდა და გვენატრებოდა, შევკრიბეთ www.extra.ge -ზე და აი, თქვენც გიზიარებთ.

ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს ერთად მოვუყარეთ თავი - „მოდის სამყაროს“ კატეგორიაში.

ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ შეგიძლიათ ერთ სივრცეში ნახოთ:
US Polo, Sergent Marjor, Flormar, Quiz, La Vie en Rose და სხვა მრავალი.

აქ არავინ დაგაჩქარებთ არჩევანის გაკეთებას, არც გასახდელისა და სალაროს რიგში მოგიწევთ დგომა. თქვენს შენაძენს ძალიან სათუთად და რაც მთავარია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით პროდუქცია მალევე მიიღოთ სასურველ მისამართებზე.

არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლეთ. რადგან შოპინგს და კარგ არჩევანს ყველაზე დიდ ხიბლს ფასდაკლება სძენს, Visa-ც ავიყოლიეთ, რომელმაც სიამოვნებით აგვიბა მხარი, უფრო მეტი ფერები შემატა ჩვენს წამოწყებას. შესაბამისად, ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში, რომელსაც Visa ბარათით განახორციელებთ, ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.

მაშ ასე მეგობრებო, ექსტრაზე მოდის დრო მოდის!
NS