მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეზოში ჩასვლა, გასეირნება შეიძლება, მაგრამ უნდა ვიყოთ დისტანცირებული – მარინა ენდელაძე

5e9dcf345f945
თამთა ჯიჯავაძე
20.04.20 20:33
3259
გასაგებია, ჰაერი ყველას სჭირდება. გასეირნება შეიძლება. უნდა გავისეირნოთ იქ, სადაც არ არის სხვა და უნდა ვიყოთ აბსოლუტურად დისტანცირებული, – ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ეზოში ჩასვლა და ქუჩაში გამოსვლა, სადაც არ არის ბევრი ხალხი, ეს რა თქმა უნდა ჟანგბადისთვის სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ეხება სიცხიან და სიმპტომიან პაციენტებს. ცხელებიანმა პაციენტებმა უნდა მიმართონ აუცილებლად შესაბამის დაწესებულებებს და უნდა მოხდეს მათი გამოკვლევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, თუ დავიცავთ წესებს, დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს შექმნილი ვითარება. ხოლო თუ არ დავიცავთ წესებს, შესაძლებელია რომ იყოს ახალი ტალღა.