მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეზუგბაია: ჩვენთან 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6 მოზარდის - დამაკმაყოფილებელია

5eb5028901a4d
ინგა მურუსიძე
08.05.20 11:00
632
ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ინფექციურ საავადმყოფოში 44 დადასტურებული პაციენტი გვყავს და მათი ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, 1 გვყავს კრიტიკული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეინიშნებოდა, თუმცა დაავადების სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ. 1 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ალბათ, გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის კატეგორიაში. ახლა გვყავს 6 მოზარდი და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 3 ჩვენი იყო, სულ 82 გამოჯანმრთელებული გვყავს", - განაცხადა ეზუგბაიამ.