მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FACE ID-ით iPhone-ის განბლოკვა პირბადითაც იქნება შესაძლებელი

6018fb69c62b1
თათია კაკიაშვილი
02.02.21 11:20
714

Apple iPhone–ის ახალ პროგრამას ტესტავს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მობილურის განბლოკვა იმ შემთხვევაშიც შეეძლებათ, თუ პირბადეს ატარებენ და თან Apple Watch აქვთ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ამ დრომდე, თუ მომხმარებლები პირბადეს ატარებენ, iPhone-ის განსაბლოკად Face ID-ს ვერ იყენებენ და ამისთვის მობილურზე კოდის აკრეფა უწევთ. Apple საკუთარ მომხმარებლებს სიახლით ამ დისკომფორტის მოხსნას ჰპირდება, თუ, რა თქმა უნდა, პირს iPhone-თან ერთად Apple Watch-იც აქვს.

CNBC-ის ინფორმაციით, ანალოგიური პროგრამა იმუშავებს Mac-ზეც. როგორც წესი, Apple, ბეტა მახასიათებლებს რამდენიმე კვირით ან თვით ადრე ამოწმებს, სანამ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასე რომ, iPhone-ის „პირბადის წამკითხავი პროგრამის“ გამოყენება გაზაფხულზე უკვე ყველასთვის შესაძლებელი იქნება.