მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook და Google თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე უგრძელებენ

5eb5221c8ee29
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 15:20
1085
ტექნიკური გიგანტები Facebook და Google აცხადებენ, რომ ოფისებს ხსნიან, მაგრამ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე უგრძელებენ. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიშაი აცხადებს, რომ იმ პირებს, ვისაც საკუთარი სამუშაოს შესრულება დისტანციურადაც შეუძლიათ, აქვთ უფლება, სახლიდან განაგრძონ საქმიანობა წლის ბოლომდე, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც ოფისებს ივლისიდან დაუბრუნდებიან, პიშაი ამბობს, რომ კომპანია მათ უსაფრთხოების გაზრდილი ნორმებით დახვდებათ.

კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ ოფისების მუშაობას 6 ივლისიდან აღადგენს, მაგრამ თანამშრომლებს უფლება ექნებათ, 2020 წლის ბოლომდე, სურვილის შემთხვევაში დისტანციურად იმუშაონ.

"წლის ბოლომდე ყველა ჩვენს თანამშრომელს ექნება უფლება, დისტანციურად იმუშაონ სურვილის შემთხვევაში. მათთვის კი ვინც ოფისებში დაბრუნდება, სპეციალური ზომები იქნება მიღებული – ადამიანებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინიგი და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ Facebook და Google ერთ-ერთი პირველი კომპანიები იყვნენ მსოფლიოში, რომლებმაც თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება მისცეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ხოლო Facebook-მა 1,000 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი გადასცა იმ თანამშრომელბს, ვინც საქმიანობას დისტანციურად განაგრძობდა.