მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook დიდ ბრიტანეთში 1,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

5e26c97d8d2a8
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 17:00
765
Facebook-ი მიმდინარე წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 1,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. ახალ გუნდს Facebook-ის კონტენტიდან უცენზურო და საზიანო ინფორმაციის გაფილტვრა ან ამოღება დაევალება. ამის შესახებ  BBC-ი წერს.

როგორც კომპანია აცხადებს, სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტი ტექნოლოგიური შინაარსისაა და მათ დასჭირდებათ პროგრამული ინჟინერი, პროდუქტის დიზაინერი და მონაცემთა დამმუშავებელი.

როგორც გამოცემა აღნიშავს, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებს წაუყენეს მოთხოვნა, გააკონტროლონ და მოხსნან პოსტები, რომლებიც ხელს უწყობს თვითდაზიანებას და პოლიტიკურ ექსტრემიზმს.

Facebook-ის გარდა, მსგავსი კონტენტის პოსტები წაიშლება შემდეგი სოციალური ქსელებიდან: Messenger, Instagram და WhatsApp.

როგორც Facebook-ი აცხადებს, ამ მიმართულებით კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს და მათ უკვე მოახერხეს 2 მილიონი პოსტის ამოღება Facebook-იდან, ხოლო Instagram-იდან - 800,000-ის.