მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook ე.წ. ფეიკ-კონტენტის შემცველი ვიდეოების გაზიარებას ბრძოლას უცხადებს

5e145459a5834
BM.GE
07.01.20 13:50
980
Facebook მანიპულირებადი კონტენტის შემცველი ვიდეოების გაზიარებას კრძალავს. კერძოდ, როგორც სოციალური ქსელის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აიკრძალება ე.წ. “დიფფეიქების” და მანიპულირებადი მედიაკონტენტის გავრცელება.

“მანიპულირება შესაძლებელია მარტივი ტექნოლოგიით. მაგალითად, „ფოტოშოპით“ ან სხვა ხელსაწყოებით, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ან ე.წ. „ღრმა სწავლების“ ტექნიკებს, რათა შექმნან ვიდეოები, რომლებიც რეალობას არ ასახავს - ამას ეძახიან „დიფფეიკებს“. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვიდეოები ჯერ კიდევ იშვიათია ინტერნეტში, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ინდუსტრიისა და საზოგადოებისთვის, ვინაიდან მათი გამოყენების სიხშირე იზრდება“, - წერია Facebook-ის განცხადებაში.

კომპანია მრავალმიმართულებიან მიდგომას გამოიყენებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად; მათ შორის დაიწყება ხელოვნური ინტელექტის შედეგად გავრცელებული ცრუ კონტენტის გამოვლენა და ამ კუთხით თანამშრომლობა მთავრობასთან, ინდუსტრიასა და სამეცნიერო წრეებთან, რათა უფრო უკეთ მოხდეს მსგავსი კონტენტის ინდენტიფიცირება.

„თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ საუბარი გვაქვს ტექნიკური, პოლიტიკური, მედია, საკანონმდებლო, სამოქალაქო და აკადემიური გამოცდილებების მქონე 50-ზე მეტ ექსპერტთან, რათა მათ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი პოლიტიკის განვითარების შესახებ და გავაუმჯობესოთ მანიპულირებადი მედიის აღმოჩენის გზები“, - წერს Facebook.

ამასთან, როგორც სოციალური ქსელის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, Facebook წაშლის ისეთ მედიაკონტენტს, რომლებიც ერთ-ერთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს:

- რომელსაც დაარედაქტირებენ ან ხელოვნური გზით მიიღებენ, კერძოდ, იმ გზებით, რომლებიც არ იქნება ნათელი და გასაგები ადამიანისთვის და რომელიც შეცდომაში შეიყვანს ვინმეს.
- იქნება ხელოვნური ინტელექტის ან მანქანის პროდუქტი, რომელიც აერთებს, ადგილებს უცვლის კონტენტს ვიდეოში და რომელიც გამოჩნდება როგორც ავთენტური.
Facebook-ის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა არ გავრცელდება ისეთ კონტენტზე, რომელიც არის პაროდია ან სატირა ან ისეთი დარედაქტირებული ვიდეო, რომელშიც უბრალოდ გამოტოვებული იქნება რაიმე ნაწილი.

ვიდეოკონტენტს, რომელზეც ეჭვი გაჩნდება, ე.წ. ფაქტ-ჩექერები შეამოწმებენ. შემოწმება 40-ზე მეტ ენაზე განხორციელდება.