მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook, Google, YouTube და სხვები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეებრძოლებიან

5e707a965c919
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 19:19
1456
მსოფლიოში ცნობილმა სოციალური პლატფორმებმა Facebook-მა, Google-მა, YouTube-მა, Microsoft-მა, LinkedIn-მა, Reddit-მა და Twitter-მა ერთობლივი განცხადება გაკეთეს. კომპანიები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეებრძოლებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

”ჩვენ მილიონობით ადამიანს ვეხმარებით ერთმანეთთან დაკავშირებაში; ამასთანავე, ვცდილობთ ვებრძოლოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას კორონავირუსთან დაკავშირებით. სოციალური პლატფორმები მახრს უჭერენ მხოლოდ იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს მსოფლიო ჯანდაცვის სააგენტოები. ჩვენ ვთავაზობთ სხვა კომპანიებს, რომ შემოგვიერთდნენ და დაგვეხმარონ სწორი ინფრომაციის გავრცელებაში, რაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის საწინდარია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული ერთობლივი განცახდება სოციალურმა პლატფორმებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც სოცლაურ ქსელში გახშირდა ცრუ და დაუზუსტებელი ინფომაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციების ტესტირებასთან და ასევე, განკურნებებთან დაკავშირებით. მსგავსმა დაუდასტურებელმა თეორიებმა, შესაძლოა, საზოგადოების დეზინფორმირება გამოიწვიოს.

კომპანია Google-ი აცხადებს, რომ ქმნის სპეციალურ გუნდს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს COVID-19-თან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაფილტვრაზე.