18.მარტი .2020 23:40

Facebook-ი 45 000-მდე თანამშრომელს $1,000 ოდენობის ბონუსს გადასცემს

views 329
უკან

მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook-ი თითოეულ თავის თანამშრომელს 1,000 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსს გადასცემს, რათა მხარი დაუჭიროს მათ კრონავირუსის პანდემიის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Facebook-ს დაახლოებით 45,000 თანამშრომელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული ბონუსი ხელმისაწვდომი იქნება სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, მათ შორის იმ კადრებისთვის, ვინც დისტანციურად ასრულებს მოვალეობას.

კომპანია Securities and Exchange Commission-ის მიხედვით, Facebook-ში წლიური საშუალო ხელფასი დაახლოებით 228,651 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანებმა, როგორიცაა Twitter-ი, Google-ი, Facebook-ი, Amazon-ი, თანამშრომლებს გასულ კვირას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდეს, თუკი მათ სამსახურში დაკავებული პოზიცია ამის შესაძლებლობას აძლევდათ.