მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი აღარ წაშლის პოსტებს იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-ი სპეციალურადაა შექმნილი

60af8511e5dc2
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.21 00:12
1067
Facebook-ი აღარ წაშლის პოსტებს იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19 სპეციალურად არის შექმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Facebook-მა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ გააკეთა, როდესაც თეთრი სახლის ლიდერმა საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდა გააძლიერონ კვლევები COVID-19 წარმოშობასთან დაკავშირებით.

Facebook-ი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე გამოძიების და ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო.

„სოციალური პლატფორმა აღარ წაშლის პოსტებს იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19 სპეციალურად არის შექმნილი. პლატფორმა მუდმივად ანახლებს ინფორმაციას რეგულაციებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახალი ფაქტები დგინდება“, - განაცხადა Facebook-მა.

შეგახსენებთ, თებერვალში სოციალურმა პლატფორმამ განაცხადა, რომ იმ პოსტებს წაშლიდა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ კორონავირუსი სპეციალურად იყო შექმნილი.