მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი დაბალბიუჯეტიანი ბინების ასაშენებლად $1მლრდ-ს დახარჯავს

5db03339c68ca
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 00:20
938

სან-ფრანცისკოსა და სილიკონის ველში საცხოვრებლის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ონლაინ გიგანტი Facebook-ი სახლებს ააშენებს. როგორც სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა დევიდ ვეჰნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტისათვის მილიარდ დოლარს გამოყოფენ.

გეგმის მიხედვით, ააშენებენ 20,000 ახალ, დაბალბიუჯეტიან ბინებს, რომლებიც პედაგოგებისთვის, ექთნებისთვის და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის იქნება გათვლილი.

თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მთავრობა საბინაო პრობლემის მოგვარებას მარტო ვერ შეძლებს; შესაბამისად, აუცილებელია, ითანამშრომლონ კერძო კომპანიებთან, მათ შორის Facebook-თან.


ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქ მენლო პარკში, სადაც Facebook-ის სათაო ოფისია, კომპანია საკუთარ ტერიროტიაზე 1500 ახალი საცხოვრებლის აშენებას აპირებს, რისთვისაც 350 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.