06.მარტი .2020 21:48

Facebook-ი დროებით ხურავს ლონდონის ოფისებს - მიზეზი კორონავირუსის შემთხვევაა

views 326
უკან

Facebook-ი დროებით ხურავს ლონდონის ოფისებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სინგაპურელ თანამშრომელს, რომელიც რამდენიმე დღით ლონდონის ოფისებში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

თანამშრომელი, რომლის ვინაობა არ არის ცნობილი, ლონდონის ოფისებს 24-26 თებერვალს სტუმრობდა. მას ინფექცია მოგვიანებით დაუდასტურდა.

შედეგად ლონდონის ოფისების მუშაობა კომპანიამ 9 მარტამდე შეაჩერა. ხოლო შენობებში შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა. თანამშრომლები კი ორშაბათამდე სახლებიდან იმუშავებენ.

ამასთან კომპანია მოუწოდებს ყველა იმ თანამშრომელს თვითიზოლაციისკენ, ვისაც კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ პირთან.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა ამავე მიზეზით დახურა დროებით სიეტლში მდებარე ოფისებიც. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს Google-მა, Amazon-მა, Microsoft-მა და Twitter-მაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა