მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი ევროკავშირის მასშტაბით დამატებით 10,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

616d6f600f63f
ნათია თაქთაქიშვილი
18.10.21 19:04
607
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook-ი, ევროკავშირის მასშტაბით დამატებით 10,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს, აღნიშნული პირები ე.წ „მეტავერსის“ განვითარებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ "მეტავერსი" არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, სპეციალური ყურსასმენების გამოყენებით.

"მეტავერსს აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ახალ შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას, რის განვითარებაშიც სამუშაო ძალა ევროკავშირიდან საწყის ეტაპზევე ჩაერთვება", - განაცხადა Facebook-მა საკუთარ ბლოგში.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად კომპანია დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის დააბანდებს მეტავერსის განვითარებაში, რასაც Facebook-ის ვარაუდით დაახლოებით 10-15 წელი დასჭირდება.