მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი გაორმაგებული მოგების შესახებ აცხადებს

6102aeb37d2cf
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.21 00:30
931
მსოფლიოში წამყვანი სოციალური პლატფორმა Facebook-ი გაორმაგებული მოგების შესახებ აცხადებს. მეორე კვარტალის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მოგებამ 10.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან გამოცემა წერს, რომ კომპანიის თქმით, Facebook-ის შემოსავლები 56%-ით არის გაზრდილი მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 29.1 მილიარდი აშშ დოლარს აღწევს.

გამოცემა წერს, რომ 2021 წლის დარჩენილი პერიოდი შესაძლოა არ გამოდგეს ისეთივე წარმატებული, როგორც 2021 წლის პირველი ნახევარი, სავარაუდო მიზეზად iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებები სახელდება, რომელიც Facebook-ის სარეკლამო ბიზნესს აზარალებს.

საქმე იმაშია, რომ Apple-ის ახალი საოპერაციო სისტემა iOS14 კიდევ უფრო ზღუდავს მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომას და მიზნობრივ სარეკლამო აუდიტორიად მათ გამოყენებას ართულებს.

Facebook-ის თქმით, სოციალური პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობამ გასულ კვარტალში 2.9 მილიარდი შეადგინა, რაც 7%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.