მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი ინდურ პლატფორმა Jio-ში $5.7 მილიარდად წილებს ყიდულობს

5ea011f97c6cb
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 23:30
1104
Facebook-ი აცხადებს, რომ კომპანია 5.7 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს 9.99%-იან წილს ინდურ პლატფორმა Jio-ში, რაც Facebook-ს წვდომას მისცემს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზარზე. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პლატფორმა Jio მისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამოდენიმე სერვისს: მობილურ ქსელს, რომელსაც დაახლოებით 390 მილიონი აბონენტი ჰყავს, მოკლე შეტყობინებების პლატფორმას, რომელიც უკვე თანამშრომლობს Facebook-ის WhatsApp-თან და პოტენციურად Facenbook-ს გზას უხსნის 340 მილიონი მომხმარებლის დამატებისკენ ინდოეთში.

Facenbook-ის შემოსავლების მთავარი ოფიცერი და ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ფიშერი საკუთარ ბლოგში წერს, რომ „კომპანიის ინვესტიცია ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას ინდოეთის მიმართ და პლატფორმა Jio-ს მცდელობები განავითაროს ციფრული ტექნოლოგიები ქვეყანაში იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას“.

როგორც ფიშერი აღნიშნავს, Facebook-ი Jio-სთან თანამშრომლობით ასევე აპირებს JioMart-ის გავითარებას, რაც ონლაინ გაყიდვების პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

CNN-ი წერს, რომ ეს Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება და კომპანია ამჟამად მარეგულირებლის ნებართვას ელოდება.