მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი მედიცინის მუშაკებს 720,000 პირბადეს გადასცემს

5e7878dae5ee1
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 22:15
1307
ტექნიკური გიგანტი Facebook-ი 720,000 ცალ პირბადეს გადასცემს მედიცინის მუშაკებს. კომპანია ასევე გეგმავს დამატებით, მილიონი ცალი სამედიცინო პირბადეს შეძენას. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ავრცელებს. ამის შესახებ variety.com-ი წერს.

„მედიცინის მუშაკებს სასწრაფოდ სჭირდებათ დამატებითი პირბადე. მათ დასახმარებლად Facebook-მა უკვე გამოყო 720,000 ნიღაბი. კომპანია გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში კიდევ მილიონ ცალ პირბადეს უზრუნველყოფს“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა დახმარებისთვის კერძო კომპანიებს მიმართა და სთხოვა მიაწოდონ სამედიცინო დაწესებულებებს N95 ტიპის პირბადე, რომელიც საშუალებას იძლევა გავფილტროთ ჰაერის ნაწილაკების მინიმუმ 95%.

გასულ კვირას მსოფლიოში ცნობილმა ტექნიკურმა გიგანტმა განაცხადა, რომ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურს გამოყოფს მცირე ბიზნესების დასახმარებლად კორნავირუსის კრიზისის პერიოდში.