Facebook-მა თავის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში შეახსენა, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
გარდა ამისა, მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციასაც აქვეყნებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მონიშნონ, იყვნენ თუ არა უკვე არჩევნებზე და დააფიქსირეს თუ არა თავიანთი არჩევანი.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.