Facebook-ი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 2020 წლის აგვისტოდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.
კერძოდ, აუცილებელია, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By). ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, ვინ არის პასუხისმგებელი (Paid for by).
Facebook-ის განცხადებითვე, ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მონაცემები (რეკლამა, პასუხისმგებელი პირი/ორგანიზაცია) ე.წ. სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლით. ეს პროცედურა სავალდებულო გახადა საქართველოშიც.
ვის ეხება ცვლილება?
Facebook-ის განმარტებით, რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.
ეს ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, ან პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კომიტეტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ/სახელით/შესახებ, იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ან მის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახურში. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას „ხმა მიეცი“, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.
გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებელი ვალდებულია, მიუთითოს, ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე (Paid for by). მას შეუძლია, პასუხისმგებლის სახით მიუთითოს საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს, ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს.
თუ მომხმარებელი პასუხისმგებლის სახით უთითებს ორგანიზაციას, ან გვერდს, აუცილებელია, წარადგინოს დამატებითი ინფორმაციაც.
Facebook-ის განცხადებით, კომპანია წარადგენს სპეციალურ ანგარიშსაც, ანუ Ad Library Report-ს, რომელშიც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისეთი მონაცემები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა, რეკლამების ჯამური რაოდენობა და მათში გადახდილი ხარჯები. შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა უჯდებათ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან აფილირებულ პირებს ციფრული საარჩევნო კამპანიების წარმოება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის