მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი თანამშრომლებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

5e2ffe234b6cc
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 14:00
824

Facebook-ი პირველი დიდი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ჩინეთში გამგაზვრებისგან, რადგან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ BBC წრს.

Facebook-მა თავისი მოწოდება თანამშრომლებზე ზრუნვით ახსნა.

უკანასკნელი მონაცმებით, 100-ზე მეტი ადამიaნია გარდაცვლილი, ხოლო ვირუსი 4,500 მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს,  Facebook-ს ჩინეთში აქვს წარმომადგენლობა და სოციალური პლატფორმა თანამშრომლებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და იქიდან შეასრულონ სამუშაო.

აშშ-ის მთავრობაც ურჩევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ გეგმებს ჩინეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ვაშიგტონში ასევე მიდის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა დაატოვებინონ საკონსულოს პერსონალს და აშშ-ის მოქალაქეებს.