05.სექტემბერი .2019 12:58

Facebook-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა

უკან

Facebook-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა. TechCrunch-ის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ეყრდნობა, ინტერნეტში აიტვირთა ბაზა, რომელიც მომხმარებლების სახელებს, სქესს, საცხოვრებელი ქვეყნისა და ტელეფონის ნომრების შესახებ დეტალურ ცნობებს იძლევა.

საუბარია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე. დაზარალებულთა შორის, 133 მილიონი ამერიკელი, 18 მილიონი ბრიტანელი და 50 მილიონი ვიეტნამელია.


ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებლების არაკანონიერი გზით, ინტერნეტში გავრცელებული ბაზა არაკომერციული ორგანიზაციის GDI ფონდის სპეციალისტმა აღმოაჩინდა და შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა.