05.მაისი .2020 21:25

Facebook-ის განცხადება ყანდიაშვილთან და ენმ-თან დაკავშირებული გვერდების გაუქმებაზე

views 2163
უკან

Facebook-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დაბლოკეს კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო ესპერსონა და მასთან დაკავშირებული ანგარიშები, რისი მიზეზიც არაავთენტური ქცევა გახდა. ამასთანავე, Facebook-მა არაავთენტური საქმიანობის გამო, პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებიც დახურა. 

წაშლილია ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში.  Facebook-ის განცხადებაში წერია, რომ ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით კი წაშლილია 23 ფეისბუქ ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ გვერდი. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, "ესპერსონა" 2019 წლის 12 აპრილს იურიდიული სახელით (ეს ჯგუფი) არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელს ნიკოლოზ (კოკა) ყანდიაშვილი წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა