მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის განცხადების შემდგომ ტროლებთან დაკავშირებულმა "პანდამ" გვერდი წაშალა

5dfd29bdebcb9
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.19 23:57
3141
დღეს საღამოს სოციალურმა ქსელმა Facebook-მა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდასთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი, პროფილი და ჯგუფი წაშალა. სპეციალურ განცხადებაში Facebook-მა მიუთითა, რომ ეს გვერდები და პროფილები დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო "პანდასთან."

BMG-იმ გადაამოწმა სარეკლამო სააგენტო "პანდას" facebook გვერდი, ირკვევა რომ სოციალურ ქსელში სააგენტოს გვერდი აღარ იძებნება, შესაძლოა ის დროებით ან სრულად იყოს დეაქტივირებული. აღნიშნულის გადამოწმება მკითხველსაც შეუძლია - https://www.facebook.com/agencypanda/

„მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი უკავშირდება საქართველოში არსებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართულ ოცნების" მთავრობას", - წერია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანია იტყობინება, Facebook-ზე დარეკლამებაში 316 000-მდე აშშ დოლარი იყო დახარჯული.

BMG ამ დროისთვის ცდილობს გაარკვიოს ვინ იყვნენ დაკავშირებული აღნიშნულ სარეკლამო სააგენტოსთან.