მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის გათიშვის გამო, ცუკერბერგის პირადი ქონება $6 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

615bf53248d4b
თათია კაკიაშვილი
05.10.21 10:55
660
Facebook-ის გლობალური გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის პირადი შემოსავალი ექვს მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Facebook-ის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა, შესაბამისად, Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მარკ ცუკერბერგმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

კომპანია Facebook-ი მომხმარებელს სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიშს უხდის:

„გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც შეეხო შეფერხება. ჩვენს ქსელთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა და ჯგუფები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამართონ და აღადგინონ“, – წერია Facebook-ის განცხადებაში.

მასშტაბური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook-მა, Whatsapp-მა და Instagram-მა მუშაობა სრულად შეწყვიტა.