მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

5f435a02d445d
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 10:22
1318
Facebook-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანტონიო ლუჩიომ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ლუჩიო ცუკერბერგის კომპანიაში, დაახლოებით, ორი წელი მუშაობდა და ამ პერიოდში სოციალური ქსელი კრიტიკის ზეწოლის ქვეშ განსაკუთრებით მოექცა.

ანტონიო ლუჩიომ თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-პოსტით განაცხადა. როგორც მან დაწერა, მას სურს უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული სარეკლამო ინდუსტრიაში თანასწორობის, ჩართულობის და მრავალფეროვნების საკითხზე.

„მსურს, ჩემი პროფესიული ცხოვრების მომდევნო და, სავარაუდოდ, საბოლოო ეტაპი მარკეტინგის და სარეკლამო ინდუსტრიის ტრანსფორმაციის დაჩქარებისთვის კომპანიების და სააგენტოების დახმარებაში გავატარო“, – დაწერა მან.