მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის მომხმარებლები სამომავლოდ "გონებით კომუნიკაციას" მოახერხებენ

5d8a4dadea83e
მიხეილ ხაჩიძე
26.09.19 00:10
1251

Facebook-მა  სტარტაპი იყიდა, რომელიც გონებით კომპიუტერის გაკონტროლებას შეძლებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Ctrl-Labs-ის შეძენა პოპულარულ სოციალურ ქსელს $500 მილიონიდან $1მილიარდ დოლარამდე დაუჯდა.



სტარტაპის გამოგონება სამაჯური, რომელსაც ნეირონული სიგნალების გამოვლენა და კომპიუტერში ბრძანებების გადატანა შეუძლია. უფრო კონკრეტულად კი, მოწყობილობა სურვილებს კითხულობს და მომხმარებლების ჩარევის გარეშე ასრულებს. მაგალითისთვის, იმისათვის, რომ სოცქსელში ფოტო გააზიაროთ, მაუსით სხვადასხვა მოქმედების შესრულება აღარ დაგჭირდებათ, თქვენს ნაფიქრს თანამედროვე ტექნიკა რეალობად აქცევს.

 


Start-up Facebook-ის Reality Lab-თან ინტერგრირდება და ერთობლივად ახლო მომავლისთვის, ბევრ პროდუქციაზე იმუშავებენ, რომელიც ქსელში დაინერგება.




"ფეისბუქი" მსგავსი ტექნოლოგიით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია. ჯერ კიდევ, 2017 წლის გაზაფხულზე, Facebook- ის კვლევის ლაბორატორიის ყოფილმა უფროსმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანის ფიქრები მოწყობილობას რეალობად ექცია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება, სმარტფონის ჯიბიდან ამოღების გარეშე.




მსავსი თემებით თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკიც მუშაობს ისეთი ნივთიერების შემუშავებაზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირონის ქსოვილთან და ადამიანის ნაფიქრი პრაქტიკაში განახორციელოს.
.