მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შერატონში კი არა, პრეზენტაცია მთელ მსოფლიოში უნდა კეთდებოდეს“ - თემურ ჭყონია საინვესტიციო შეთავაზებაზე

60633ae5a53b5
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 21:30
4610
საქართველოს მთავრობამ დღეს თბილისში ბიზნესს განახლებული პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება" წარუდგინა. სამთავრობო პროგრამის წარდგენა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა და მას საქართველოში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც ქვეყანაში ორ უმსხვილეს კომპანიას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ მართავს, აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა BM.GE-სთან ინტერვიუს დროს საინვესტიციო პროგრამა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არა ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა წარედგინათ.

„ეს პრეზენტაციები უნდა გაიმართოს ქვეყანაში, სადაც რიგში ინვესტორების არმია დგას. ვის შესთავაზეს, ვისზე გაითვალა? ვიცი, რომ პრეზენტაცია შერატონში გაკეთდა... შერატონში კი არა პრეზენტაცია მთელ მსოფლიოში უნდა კეთდებოდეს. პერსონალურად უნდა იყოს შეთავაზება, ისე კი არა, ვისაც გინდათ მოდით... არ მოვლენ საქართველოში ინვესტორები.

1-2 თვით ადრე უნდა მოდიოდეს შეთავაზება, სხვანაირი კომუნიკაცია უნდა იყოს. იმ შოუს კი, რომ აი, 100 საწარმო გამოვიტანეთ დღეს, მე არ ვიცი რა შედეგი მოჰყვება. იქ დასხდებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც ამის ყიდვას დააპირებენ საქართველოში - ეს არ მიმაჩნია სწორად. არ ვიცი რა საწარმოებია, მაგრამ ამას სჭირდება სხვა ინვესტორი. ეს უნდა იყოს უცხოელი ინვესტორი ყველა მიზეზის გარეშე, რომც ვაჩუქოთ კიდეც. დამიჯერეთ, სხვა გამოსავალი არ არის. რაც პრაქტიკამ აჩვენა რა დღეშიც დღეს ჩვენი ეკონომიკა და პოლიტიკური სიტუაციაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში რაღაც არ არის სწორი“, - აცხადებს ბიზნესმენი.

თემურ ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფო მოგებას არა პრივატიზებისას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა თვლიდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ქონება მსოფლიოში ცნობილ კომპანიებს, შესაძლოა, ვაჩუქოთ კიდეც.

"სახელმწიფო წარმოების პრივატიზაცია მომგებიანი უნდა იყოს არა პრივატიზაციის დროს და ძვირად კი არ უნდა გავყიდოთ, არამედ უნდა გავთვალოთ გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოგებას მოგიტანს. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ცნობილ კომპანიებს კარგი სახელმწიფო საწარმოები ვაჩუქოთ კიდეც. თუ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები მოინდომებენ იმათთვის მიყიდვა შეიძლება უფრო წამგებიანი იყოს, ვიდრე იმათი დაინტერესება რომ ქვეყანაში ინვესტიცია გააკეთონ და ეს წარმოებები აამუშავონ. ხანდახან გაყიდვაში გვინდა ფულის მოგება და არა წარმოებების ათვისებასა და მათში გრძელვადიანი ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.