მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook კიბერუსაფრთხოების საკითხებში ქართულ პროკურატურასთან თანამშრომლობს

5dbc0ad3dff32
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.19 23:00
1208
Facebook საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებთან თანამშრომლობს და მათგან პერიოდულად ინფორმაციას გამოითხოვს.

როგორც ირკვევა, Facebook საქართველოს პროკურატურის განცხადებების 94% დააკმაყოფილა და საგამოძიებო სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.

“როდესაც უკანონო ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის ან საგადასახადო ბარათების მონაცემების ხელში ჩაგდების გზით, თანხა ჩაირიცხა საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშზე ან ბარათიდან თანხის განაღდება განხორციელდა ბიზნეს სუბიექტებთან ფიქტიურ სავაჭრო გარიგებაში შესვლით, საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სხვა ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

ბუდაპეშტის კონვენციის საფუძველზე, გამოძიების ორგანოები წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერებთან კომპიუტერული მონაცემების შენახვის საკითხებზე. 2018 წელს Facebook-მა საქართველოს პროკურატურის მიმართვების 94% დააკმაყოფილა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,”- ნათქვამია დოკუმენტში.