მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო პლატფორმას ქმნის

5e9d93c7346bb
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 16:40
1084
მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა Carnegie Mellon University-თან თანამშრომლობით კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო პლატფორმა covid-survey.dataforgood.fb.com შექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მარკ ცუკერბერგი საკუთარ ოპედში წერს, რომ როდესაც მსოფლიო იბრძვის covid-19-ის წინააღმდეგ და ქვეყნები მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ გახსნან ეკონომიკა, მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც მისცემთ საშუალებას, უკეთესად განსაზღვრონ პრიორიტეტები და ისეთი რესურსები, როგორიც არის, მაგალითად, სად უფრო აუცილებელია მიაწოდონ სასუნთქი აპარატები ან პირბადეები.

„Facebook-ი Carnegie Mellon University-ის ჯანდაცვის მკვლევარებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო პლატფორმაზე გამოაქვეყნებს ზუსტ და დაკორექტირებულ ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. სწორ ინფომაციასთან წვდომა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გვქონდეს ინფორმცია იმასთან დაკავშირებით, ვთქვათ, აშშ-ის რომელ ნაწილშია უფრო ნაკლები ინფიცირებული და სად უფრო უსაფრთხოა ეკონომიკური აქტივობის განახლება“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.