31.იანვარი .2020 15:15

Facebook კორონავირუსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებას შეებრძოლება

views 238
უკან

მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook-ი აცხადებს, რომ Google-თან და Twitter-თან ერთად კორონავირსუთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებას შეებრძოლება. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს შეეხება როგორც განკურნებებთან დაკავშირებულ ყალბ ფაქტებს, ასევე ვირუსთან დაკავშირებულ სხვა დაუდასტურებელ თეორიებს, რადგან ყოველივე ამან შესაძლოა საზოგადოების დეზინფორმირება გამოიწვიოს.

კომპანია ასევე გეგმავს, გაზარდოს ფაქტების გადამოწმების და მონიტორინგის სტრატეგია Instagram-ზე, რის შემდეგაც მომხმარებელი მხოლოდ "სარწმუნო ინფორმაციას" მიიღებს.

ამ კვირაში Twitter-მა და Google-მა ასევე განცხადეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, თავიანთ მომხმარებელს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას მიაწვდიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა