მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა ავსტრალიელებს სიახლეებზე წვდომის და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა

602e508158cda
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 23:20
1327
სოციალურმა პლტაფორმა Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალ ამბებზე წვდომის და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამის მიზეზი ის კანონპროექტი გახდა, რომლის მიღებასაც ავსტრალიის მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს. კანონპროექტი სოციალურ პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს ანუ Facebook-ს, Google-ს და სხვა პლატფორმებს ახალი ამბების შინაარსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.

Facebook-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კანონი მათი მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და კომპანიისთვის მიუღებელია.

ასევე Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიის მედიას და მოსახლეობას ეკრძალება სოციალურ ქსელში ახალი ამბების ბმულების გაზიარება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ამბების გაცნობა. ავსტრალიური მედიის სტატიებზე წვდომა სხვა ქვეყნებშიც შეზღუდულია.