მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა გაცნობის სერვისის დამატება გადადო - მისი ამოქმედება ვალენტინობისთვის იგეგმებოდა

5e453012c69e0
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 23:40
1060
Facebook-მა გაცნობის სერვისის დამატება ევროპაში გადადო. გადადების მიზეზი Facebook-ის ევროპის სათავო ოფისში ირლანდიის მარეგულირებელი კომისიის შესვლა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სერვისის ამოქმედება ვალენტინობის წინა დღეს იგეგმებოდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც მარეგულირებელი აცხადებს, მათ Facebook-ის გეგმების შესახებ 3 თებერვალს შეიტყვეს, რის შემდეგაც კომისიამ აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ცნობილ სოციალურ ქსელს მათთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„ჩვენ გვინდა წუხილი გამოვხატოთ სერვისის ამოქმედების გადადების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, გაცნობის სერვისის დამატება 13 თებერვალს იგეგმებოდა“, - განაცხადა მარეგულირებელმა კომისიამ.

მარეგულირებელი აცხადებს, რომ კომპანიები თუკი შესაბამის დოკუმენტაციას დროულად არ მიაწვდიან მას, მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 4%-ით დაჯარიმდებიან.