10.ივნისი .2021 19:00

Facebook-მა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება გაუხანგრძლივა

Facebook-მა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება გაუხანგრძლივა
views 593
უკან

მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას მინიმუმ 2022 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მარკ ცუკერბეგის განცხადებით, არ არის გამორიცხული მომდევნო 10 წლის მანძილზეც Facebook-ის 60,000-მდე თანამშრომელმა მუშაობა ისევ დისტანციურად გააგრძელოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის ოფისები ოფიციალურად მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგი არ აკონკრეტებს, ამ ეტაპზე კომპანიის რამდენმა თანამშრომელმა მიიღო გადაწყვეტილება დისტანციურად მუშაობის გაგრძელების სასარგებლოდ, თუმცა აღნიშნავს, რომ მან მოთხოვნების 90% დადებითი პასუხით დააკმაყოფილა.