მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა Windows–ისა და MacOs-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაცია გამოუშვა

5e8724fea77e7
ნათია თაქთაქიშვილი
04.04.20 00:15
1041
Facebook-მა Windows–ისა და MacOs-ისთვის მესენჯერის ახალი აპლიკაცია გამოუშვა. ამის შესახებ სოციალური მედია გიგანტის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა ვიყოთ ერთად, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად ცალ-ცალკე ვართ. ამიტომ, დღეს ჩავუშვით მესენჯერის აპლიკაცია Windows-ისა და MacOS-ისთვის.

ჯგუფური ვიდეოზარებისა და მესიჯების რაოდენობა ჩვენს აპლიკაციაში გაიზარდა - დესკტოპზე მესენჯერის გამოყენება გასულ თვეში გაორმაგდა. ახალი აპლიკაცია ბევრად უკეთესს აქცევს თქვენს გამოცდილებას. იმედი მაქვს მოგეწონებათ!", - წერს ცუკერბერგი.

მესენჯერის ახალი აპლიკაციის გადმოწერა Microsoft Store-დან და AppStore-დან არის შესაძლებელი.