18.აპრილი .2020 17:13

Facebook-მა ზრუნვის გამომხატველი ე.წ ემოჯი დაამატა

views 1447
უკან

Facebook-მა ზრუნვის გამომხატველი ე.წ ემოჯი დაამატა. ახალი "ემოჯი" მის მთავარ აპლიკაციასა და Messenger-შია ხელმისაწვდომი. ახალი "ემოჯი" სხვა "ემოჯების" გვერდით იქნება. ის ზრუნვას, მხარდაჭერას გამოხატავს და გამოიყურება როგორც "სმაილი" ჩახუტებული გულით.

ზრუნვის გამომხატველი "ემოჯი" მომავალი კვირიდან გამოჩნდება Facebook-ის აპლიკაციაში. გარდა ამისა, Messenger-ში დღეიდან გამოჩნდება კიდევ ერთი ახალი "ემოჯი", კერძოდ, იისფერი გულისცემის ემოცია.

Facebook-ი სხვადასხვა ემოციების გამომხატველ "ემოჯებს" პერიოდულად ამატებს ხოლმე.