მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook ონლაინ-მაღაზიის ფუნქციას ამატებს

5ec53bd38933c
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 18:25
1205
სოციალური ქსელი Facebook-ი ონლაინ-მაღაზიის ფუნქციას ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

როგორ გამოცემა აღნიშნავს, მცირე ბიზნესის მფლობელები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ Facebook-ის საშუალებით უფასოდ შეძლებენ.

სოციალურ ქსელში მაღაზიის ფუნქციის დამატება COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნას უკავშირდება.

ამასთან, ატვირთული კატალოგები Instagram-ზე, მოგვიანებით კი, Messenger-სა და WhatsAPP-შიც გამოჩნდება.