მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook პოლიტიკური რეკლამების რეგულაციას ცვლის

5f520ec909202
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.20 15:20
825
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook პოლიტიკური რეკლამების რეგულაციას ცვლის, რომლის მიხედვითაც კომპანია აჩერებს ახალი პოლიტიკური რეკლამების მიღებას, რაც მიზნად ისახავას არასწორი ინფორმაციის გავრცელების რისკების აცილებას და აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, Facebook-ი კვლავ გამოაქვეყნებს იმ პოლიტიკურ რეკლამებს, რომელიც უკვე არსებობს სოციალური ქსელის სისტემაში, ასევე დართავს მათ სარეკლამო ხარჯებისა და სამიზნე აუდიტორიის ცვლილების საშუალებას, თუმცა აკრძალული იქნება პოლიტიკური რეკლამის კონტენტის ან დიზაინის ცვლილება.

სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ამოქმედების შემდეგ აღნიშნული წესები შეეხება თანაბრად როგორც პრეზიდენტს, ისე სხვა პირებს.