მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gap-ის გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

60b0de73b5166
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.21 20:40
808
ტანისამოსის მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Gap-ი აცხადებს, რომ კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, Gap-ის გაყიდვები თითქმის 80%-ით გაიზარდა როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ცალკე მდგომ მაღაზიებსა და ონლაინპლატფორმებზე, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში გამოწვევების წინაშე დადგეს და ნედლეულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას, რადგან კორონავირუსის შემთხვევები რიგ ქვეყნებში ისევ მზარდია. 

„Gap-ის საზაფხულო კოლექციაზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხი ისევ აპირებს კომფორტი და სტილი შეუხამოს ერთმანეთს, რაშიც მათ მაღაზიებთან ერთად ონლაინვაჭრობის პლატფორმაც ეხმარება“, - განაცხადა სონია სინგალმა, Gap-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

CNBC წერს, რომ Gap-ის შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3.99 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ნაცვლად 2.11 მილიარდი აშშ დოლარისა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, 166 მილიონი აშშ დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ კვარტალში Gap-ს 932 მილიონი აშშ დოლარის ზარალი დაუფიქსირდა.