მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი - საქართველოს მთავრობა ინტელექტუალურად ბანკროტია

5dadcad6b7c36
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 09:30
1654
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ "საქართველოს მთავრობა ინტელექტუალურად ბანკროტია".

ფადი ასლიმ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნესასოციებთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა. "შერატონ მეტეხი პალასში" გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული.

"არ მიკითხავს თუ რატომ არ მიგვიწვიეს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გასული შვიდი წლის განმავლობაში მთავრობა არასდროს გვიწვევდა ამგვარ შეხვედრებზე. ამის გამო ჩვენ წუწუნს არ დავიწყებთ. იცით, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებაა და ის 100 წელზე მეტს ითვლის. ჩვენ მიჩვეული ვართ ამგვარ მოპყრობას, წინა ხელისუფლების პირობებშიც, ხშირად არ გვიწვევდნენ მსგავს შეხვედრებზე. თუმცა, ჩვენი და სხვა ყველა გაერთიანების მიწვევა რომ მათსავე ინტერესში უნდა შედიოდეს, ეს ცხადია. როდესაც ამას ვერ ხვდები, ეს ნიშნავს რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხარ.

ფაქტია, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა უკან დაწია. ამას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაც ადასტურებს, რომელიც დღეს 2005 წლის დონემდე არის შემცირებული", - ამბობს ფადი ასლი.

ფადი ასლის მიწვევსათან დაკავშირებით გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის ფადი ასლისა და ICC-ის წევრებს ცალკე შეხვდება.

"სწორედ ამიტომ, რადგანაც ბატონი ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, მას ცალკე შევხდები,”- ამბობს პრემიერ-მინისტრი.

თავის მხრივ, ფადი ასლი ამ განცხადებას სარკასტულს უწოდებს.