მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: 14 ნოემბრის შემდეგ აღარ ვიცით, საით მივემართებით

5dcff7f38e61b
დავით ჯალაღონია
16.11.19 19:10
1708
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების საინვესტიციო გარემოზე გავლენებს აფასებს.

როგორც მან "TV პირველზე", ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში "ანალიტიკა" საუბრისას განაცხადა, დღეს ბიზნესის წარმომადგენლები გზაარეულები არიან.

"რაც პარლამენტში მოხდა, ეს ბიზნესებისთვის თამაშის წესებს ცვლის. ბიზნეს კლიმეტი ისედაც დაძაბული იყო ოქტომბრის არჩევნების გამო, მაგრამ რაც 14 ნოემბერს გათამაშდა, ამის შემდეგ აღარ ვიცით, საით მივემართებით, მოგვარდება თუ არა ეს პრობლემა, ხალხი ქუჩაში დარჩება თუ არა. ეს ნამდვილად არ არის სასიკეთო ბიზნესისთვის, ინვესტიციისთვის.

უცხოელებს თავი რომ დავანებთ, ქართველი ბიზნესმენებიც კი შეიკავებენ თავს ინვესტიციებისგან იმის ცოდნის გარეშე, რა მოხდება. საკმაოდ შემაშფოთებელია სიტუაცია. ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური ცვლილებები განხორიცელდება", – განაცხადა ფადი ასლიმ

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხებოდა, რამაც დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვება და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გამოიწვია.