მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: იმედი მაქვს, მთავრობა "ინვესტორთა საბჭოს" პლატფორმას გაააქტიურებს

5dadbad4c7521
BM.GE
27.10.19 14:25
1050
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი მთავრობას "ინვესტორთა საბჭოს" პლატფორმის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

BMG-სთან საუბარში ფადი ასლიმ განაცხადა, რომ ეს საბჭო ბიზნესთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო დიალოგის დამყარების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მას მთავრობა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, სულ უფრო იშვიათად იყენებს. 

"სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა თანამდებობა, ინვესტორთა საბჭო წინანდელი დატვირთვით აღარ იკრიბება. შესაბამისად, საბჭოს როლიც დღეს შემცირებულია, რაც საკმაოდ სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, რადგანაც ინვესტროთა საბჭო სახელმწიფოსთვის არის შესანიშნავი პლატფორმა, რომლითაც ის ბიზნესებსა თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს დიალოგს", - ამბობს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორთა საბჭო EBRD-ის ინიციატივით შეიქმნა და მისი წევრები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. საბჭოს პრემიერი ხელმძღვანელობს.

ინვესტორთა საბჭო აერთიანებს მონაწილეთა რამდენიმე ჯგუფს: საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ან/და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესია.