მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორები არ არის საკმარისი ლარის სიმყარისთვის

5d9218bc06734
სალომე მეცხვარიშვილი
30.09.19 22:15
1185
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ლარის გაუფასურებაში მთავრობის პასუხისმგებლობას ხედავს. მისი თქმით, ბოლო 6 წელში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 43%-ით არის გაუფასურებული, თუმცა მიზეზები ფადი ასლისთვის გაუგებარია, რამდენადაც წინა წლებში ფუნდამენტური ფაქტორები წესრიგში იყო.

"ბოლო 6 წელში ეკონომიკის ფუნდამენტური პარამეტრები იყო კარგ მდგომარეობაში, თუმცა რაც შეეხება ამ წელს, ეკონომიკური ზრდის შენელება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და პოლიტიკური სიტუაცია, მათ შორის მომავალი არჩევნები, ხელს შეუშლის ლარის გაძლიერებას. ეს ყველაფერი გავს სიტუაციას, როცა სისხლის ანალიზი აჩვენებს, რომ კარგად ხარ, მაგრამ თუ არ იკვებები სათანადოდ, წონას მაინც დაკარგავ. მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორები არ არის საკმარისი ლარის სიმყარისთვის, საქმე ისაა, რომ საკმარისი დოლარი არ არის ქვეყანაში",- აცხადებს ფადი ასლი.