მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი საუბრობს 3 ინიციატივაზე, რომლებიც “ლელომ” ბიზნესთან შეხვედრაზე წარადგინა

60dc8580146e4
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.21 19:20
1159
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი BMG-სთან საუბრობს იმ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლებიც პარტიამ - “ლელო საქართველოსთვის” ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე წარადგინა. ფადი ასლის შეფასებით, ამ ცვლილებების გატარება აუცილებელია იმისთვის, რათა საქართველოში ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა კვლავ დაკარგავს შესაძლებლობას, მოიზიდოს ახალი უცხოური ინვესტიციები.

ფადი ასლის თქმით, შეხვედრაზე საუბარი 3 ძირითად რეფორმას შეეხო.

“ლელოს აქვს მკაფიო გეგმა თუ რისი გაკეთება სურთ ბიზნესის ხელშეწყობისთვის და დახმარებისთვის. ხაზს გავუსვამ სამ ძირითად საკითხს, რომელსაც განხილვა შეეხებოდა.

პირველია ინიციატივა, რომ ქვეყანაში ჩაამოყალიბდეს ეფექტიანი და სერიოზული საფონდო ბირჟა, რათა კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მიღება შეეძლოთ. ეს საკმაოდ დიდი პროექტია და მას ჩვენ მხარს ვუჭერთ, რადგანაც საფონდო ბირჟის გარეშე ბიზნესის დაფინანსებაში ყოველთვის პრობლემები იქნება;

მეორე საკითხი
არბიტრაჟს შეეხება, რადგანაც საქართველოს სასამართლო სისტემა ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის არასანდოა. სწორედ ამის გათვალისწინებით, “ლელოს” ინიციატივაა, რომ მიღებული იყოს არბიტრაჟის წამახალისებელი კანონმდებლობა. არბიტრაჟთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ 3 წლის წინ ICC საქართველო აქტიურად იყო ჩართული პროექტში, რათა საქართველოში ICC-ის წესებით დაფუძნებულიყო ახალი საარბიტრაჟო სასამართლო. ის პროექტი გაჩერდა, თუმცა მოხარულები ვიქნებით კვლავ დაიწყოს მასზე მსჯელობა;

მესამე საკითხი ბიზნესომბუდსმენის ფუნქციებს უკავშირდებოდა. იდეას, რომ ომბუდსმენი ბიზნეს საზოგადოების მიერ უნდა იქნეს არჩეული და რომ ეს უწყება მთავრობის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს. ეს იდეაც სწორი და მისასალმებელია. მიმაჩნია, რომ სწორედ ბიზნეს საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომბუდსმენი და ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ჩვენ მივესალმებით ფაქტს, რომ პარლამენტში არის ძალა, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესს და იმედი გვაქვს, რომ მისი ძალისხმევით საქართველოს მთავრობა შეიცვლის იმ ხისტ პოზიციას, რომელიც მას ინვესტორებისა და ბიზნესმენების მიმართ აქვს. ამ ნაბიჯების გადადგმა და დამოკიდებულების შეცვლა არის აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო განაგრძობს FDI-ის დაკარგვას და სიღარიბე და გაუფასურებლი ლარი მუდმივი პრობლემა იქნება", - განმარტავს ფადი ასლი.