04.მარტი.2016 14:14
ეკონომიკა

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი თებერვალში სტაბილურია

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი თებერვალში სტაბილურია
თებერვალში მსოფლიოში სურსათზე ფასები სტაბილური დარჩა. შაქარსა და რძის პროდუქტზე შემცირებულმა ფასმა, მცენარეულ ზეთზე მომატებული ფასები დააბალანსა, -ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) იტყობინება.
 
აღნიშნული ორგანიზაციის სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. თებერვალში სურსათის ფასის ინდექსმა 150.2 ქულას მიაღწია, ანუ თითქმის უცვლელი დარჩა იანვარში გამოცხადებული 150.0 ქულის შემდეგ, თუმცა 14.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

FAO ასევე აქვეყნებს 2016 წლის პირველ პროგნოზს ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით. წელს მსოფლიოში 723 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, რაც 10 მილიონი ტონით ნაკლებია გასული წლის მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით.

თებერვალში ყველაზე მკვეთრი ცვლილება მცენარეულ ზეთებზე აღინიშნა, რაც გასულ თვესთან შედარებით, ზეთზე FAO-ს ინდექსის 8.0 პროცენტიანი ზრდით გამოიხატა. ეს ზრდა დააბალანსა FAO-ს ინდექსმა შაქარზე, რომელიც 6.2 პროცენტით დაეცა იანვრის შემდეგ, რაც განპირობებულია მსოფლიოში შაქრის სოლიდური მარაგებითა და კარგი მოსავლიანობით ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება.

FAO-ს ფასის ინდექსი შემცირდა რძეზე 2.1 პროცენტით, ხორბალზე - დაახლოებით 0.5 პროცენტით, ხორცზე კი მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა ავსტრალიიდან და შეერთებული შტატებიდან მომარაგების შემცირების გამო. რაც შეეხება ფასს ფრინველის ხორცზე, მისი ფასიც მცირედ დაეცა, მიზეზად - ფრინველის საკვებზე ფასის შემცირება სახლდება.

17.ივნისი.2019 20:00
801

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:57
222

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:10
586

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.7%-მდე შემცირდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:40
418

პრემიერი: დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:16
330

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:08
92

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ვრცლად