მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტების კონსტატაციის სერვისი კვლავ ხელმისაწვდომია

5ea88c91a7a7f
BM.GE
29.04.20 08:30
1506
ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქოლ-ცენტრის (032 749 649) ან ელექტრონული ფოსტის: info@nbe.gov.ge საშუალებით, დააფიქსირონ მოთხოვნა ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობის შესახებ. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო იტყობინება.

სერვისით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ხელმისაწვდომია.

ფაქტების კონსტატაცია გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ დროს დააფიქსიროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ფაქტი და მიიღოთ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებთ. აღნიშნული სერვისით თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და შეამციროთ სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა უტყუარი მტკიცებულების წარდგენის ხარჯზე.

ფაქტების კონსტატაცია არის უნიკალური, ევროპული სერვისი, რომელსაც კავკასიის ქვეყნებში ანალოგი არ აქვს.