მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტია რეგიონი ღარიბდება... ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ეკონომიკური ზრდა გვექნება - ვასილ ხოდელი

623dcf7cde14a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.22 18:31
1607
„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საქართველოს ფინანსურ სექტორზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა შეაფასა და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, რაც თავის მხრივ საფინანსო სექტორზეც იქონიებს გავლენას. ამის შესახებ მან BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რეგიონში მიმდინარე პირობებიდან გამომდინარე მარტივი მდგომარეობა არ გვაქვს. უხეშად რომ აღვნიშნო, ფაქტია რეგიონი ღარიბდება და გაღარიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც წლის დასაწყისში იყო გადაიხედა და ნაკლები ეკონომიკური ზრდა გვექნება. შესაბამისად, საბანკო სექტორი ეკონომიკას მიჰყვება, ისევე როგორც „ლიბერთი ბანკი“, რომელიც ამ ქვეყნის სისტემური ბანკია. აქედან გამომდინარე ზრდის ნაწილში მოლოდინები ნაკლები გვაქვს, ვიდრე წლის დასაწყისში გვქონდა.

სავალუტო ფონდის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზების მიხედვით, უხეში გათვლებით დაგეგმილზე 2%-ით ნაკლები ეკონომიკური ზრდა გვექნება, ანუ 3.5-4%-ის ფარგლებში, საშუალო პროგნოზის შემთხვევაში. სამწუხაროდ, ინფლაცია იმაზე უფრო მეტი გვექნება, ვიდრე გვეგონა. საშუალო ინფლაცია 7%-მდე იყო ჩაფიქრებული, თუმცა 9-დან 10%-მდე არის საუბარი და ამ პროგნოზს ველით"- განმარტა ხოდელმა.